• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკუსვლა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით – Human Rights Watch-მა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ალია ავტორი - ალია
17:08 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელი საქართველოსთვის უკუსვლის წელი იყო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

საქართველოს შესახებ თავში 5 ივლისის ძალადობის, ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ასევე, ნიკა მელიას დაკავებისა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ არის საუბარი.

“5 ივლისს, დაგეგმილი სიამაყის მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური ძალადობის ფონზე, სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისში მინიმუმ 53 მედიის თანამშრომელს,  თავდამსხმელებმა გაანადგურეს მედიის ტექნიკა. რამდენიმე ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო და ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

როგორც ჩანს, პოლიცია იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ მოხერხდა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაცია ცალკე გამოჰყოფს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეს და აღნიშნავს, რომ მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია, ორი დღის შემდეგ კი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

“გარდაცვლილი ლაშქარავას ნახვიდან მეორე დღეს, სანამ სიკვდილის მიზეზი სრულად დადგინდებოდა, ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზირებით, სისხლის ანალიზის “შუალედური სასამართლო ექსპერტიზის” საფუძველზე. დაწერის მომენტში სასამართლო ექსპერტიზის საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნებულა. ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეჭვქვეშ დააყენეს ნაჩქარევი დასკვნები. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტის ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე არ დაუბრუნებია.

ანგარიშში მოხვდა “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაც, რომლის გამოც 3 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved