უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ოკუპაციისგან ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანაყოფი „არტანი“ და მესამე შტურმის ბრიგადის მეორე ბატალიონი. სამხედროებმა ოკუპანტები დასახლებული პუნქტიდან განდევნეს და სოფელზე სრული კონტროლი დაამყარეს.
სარდლობის ინფორმაციით, უკრაინულმა ნაწილებმა გააძლიერეს პოზიციები და საგრძნობლად განამტკიცეს თავდაცვა აღნიშნულ ფრონტზე.
კომენტარები