• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინულმა არტილერიამ რუსულ საინჟინრო ჯგუფებს დიდი დარტყმა მიაყენა, “ბრძოლას იგებენ სამხედროები, ომს – ლოჯისტიკა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:57 05-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,487
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“15 მაისის შეჯამება უკრაინაში:
– დონბასში 11-12 მაისს დაწყებული რუსული მასირებული იერიში დიდწილად მოგერიებულია. რუსებმა ვერ მოახერხეს ვერცერთი დასახული ამოცანის შესრულება, დაკარგეს სამხედრო ნაწილები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები – მათ შორის პონტონური ხიდები – რისი მეშვეობითაც ისინი უკრაინელთა პოზიციების ზურგში აპირებდნენ მოხვედრას – დეფიციტურად გადაექცათ. უკრაინულმა არტილერიამ საინჟინრო ჯგუფებს დიდი დარტყმა მიაყენა, რაც არამხოლოდ უშალოდ საბრძოლო მოქმედებებში შექმნის კრიზისს, არამედ მომარაგების პროცესშიც. “ბრძოლას იგებენ სამხედროები, ომს – ლოჯისტიკა.”
– დონეცკის რაიონში, ქალაქი დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით ნოვამიხაილივკა და იქვე არსებული ასაფრენი ზოლი, რომელსაც რუსებმა და სეპარატისტებმა 12-ში გამთენიას შეუტიეს – კვლავ უკრაინელთა ხელშია. რუსებმა ის ვერ აიღეს და ბრძოლა კვლავ დასახლების მისადგომებთან მიმდინარეობს. უკრაინელმა მცველებმა დიდი რაოდენობით მტრის ნაწილების განადგურება შეძლეს. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ძალიან პატარა ურბანულ სივრცეში პრაქტიკულად ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს, რაც სიტუაციას უფრო რთულს ხდის.
– დონეცკის რაიონში მარიინკას სიახლოევს (ნოვამიხაილივკასაგან ჩრდილოეთით) შემოვლითი შეტევა სცადეს თუმცა ამინდი ომში ყოველთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რუსული სატანკო ნაწილებიდან ზოგიერთი საერთოდაც ტალახში ჩაეფლო და მათი განადგურება უკრაინელებმა მოახერხეს. ამასთან მარიინკაში რუსების მხრიდან ღრმად შეღწევის მცდელობა ჩავარდა.
(ვიდეო დონეცკიდან კომენტარებში)
– რუსები ინტენსიურად ბომბავენ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკს ლუგანსკის რაიონში. თუმცა ქალაქებში შეჭრა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს. უკრაინულმა ნაწილებმა მათი შეკავება აღმოსავლეთიდან სევეროდონეცკის შესასვლელში შეძლეს ხოლო რუბეჟნოედან წამოსული ნაწილებისათვის რკინიგზის ხიდი ააფეთქეს, რაც რუსების შეტევას შეანელებს. (ვიდეო კომენტარებში). სევეროდონეცკის სამხრეთით ორ სოფელთან – ტოშკივკასა და ბორივსკესთან – ბრძოლა კვლავ გრძელდება. თუმცა ტოშკივკასთან რუსული სამხედრო ნაწილების მოგერიება უკვე მოხდა. (ვიდეო კომენტარებში)
– ბოლო 24 საათია უკრაინული ავიაცია ინტენსიურად ამუშავდა დონეცკის რაიონში. ერთი კვირის განმავლობაში უკრაინულმა მოიერიშეებმა ლუგანსკის რაიონში რამდენიმე ფრენა განახორციელეს, ახლა კი მათი გამოჩენა მოხდა დონეცკისა და ხარკივის რაიონებში (იზუმთან), სადაც რუსული პოზიციები დაიბომბა. ეს დიდი სამხედრო და მორალური დახმარებაა უკრაინელებისათვის. რუსული პროპაგანდა, რომ ბოლო უკრაინული თვითმფრინავი 28 თებერვალს ჩამოაგეს სასაცილოა და სრული სიცრუეა. (ვიდეოები კომენტარებში)
– სიტუაცია სწრაფად იცვლება სამხრეთში. რუსებმა ზაპორიჟიას რაიონში სცადეს შეტევა ორიხივისა და ჰულიაიპოლეს მიმართულებით. ორივე შეტევა მოგერიებულ იქნა, მაგრამ ის რაც ორიხივთან მოხდა საინტერესოა – რუსულმა უკუქცეულმა ნაწილებმა ერთმანეთს გაასწრეს და ამ პროცესში ჯავშანტექნიკით რამდენიმე ავარიაც კი მოახდინეს (ერთმანეთის მიმართულებით). ამ შემთხვევაში ძალიან კარგად იმუშავა უკრაინულმა არტილერიამ.
– რუსებმა დღეს ქალაქი ლივივთან არსებული იავორივის სამხედრო ბაზა დაბომბეს. მათ ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს თუმცა ორის ჩამოგდება უკრაინელებმა შეძლეს. ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ყველა ვერ გაანეიტრალეს მაინც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინელები ნაწილს მაინც ანეიტრალებენ და ამ მიმართულებით გამოცდილებას იძენენ.
– რუსეთის ერთ-ერთი ძველი მოკავშირე ყაზახეთი, რომელშიც რუსული ნაწილები წლევანდელ იანვარშიც კი შევიდნენ, ახლა თურქეთთან ინტენსიურ სამხედრო-პოლიტიკურ დაახლოებას ცდილობს. ბოლო ათი დღეა ყაზახეთი თურქეთთან პარტნიორობას აღრმავებს. სამომავლოდ მისი მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) დატოვებაც არ იქნება მოულოდნელი.”
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved