• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინისთვის ის გავაკეთეთ, რაც ვერ გაბედა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“ – ზარქუა

ალია ავტორი - ალია
15:17 12-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

დეპუტატი, ირაკლი ზარქუა: 

„ჩვენ ვამაყობთ იმ ბიჭებით, ვინც უკრაინაში იბრძვიან თავიანთი მრწამსით და იცავენ მას, მაგრამ ვერ ვიამაყებთ იმით, ვინც იქ ჩადის ამ მაგარი ბიჭების ხარჯზე, რომ  შემდეგ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეს განცხადება არის ჩვენი პოზიცია.

გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, დღეს ამუნათებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ შევძელით, მოვახერხეთ და მშვიდობა გვაქვს.  რომ აქ არ გვაქვს ბუჩა, რომ არ იბომბება თბილისი.

ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ, გვეუბნება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე მიეტოვებინა, ჩვენი დახოცილი ბიჭები ბედის ანაბარად მიეგდოთ და მერე გამოქცეოდნენ აქ, თბილისში, თავისი მთავარსარდლით და მინისტრით. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის და სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს რუსეთს და ბოლოს იმდენი მოახერხეს, რომ ჩვენ გმირ ბიჭებს დააბრალეს ომის ესკალაცია და დაწყება, როდესაც რეზოლუციას ხელი მოაწერეს და მხარი დაუჭირეს  ევროსაბჭოში. საქართველომ უკრაინისთვის ყველაფერი გააკეთა. გვერდში ვუდგავართ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ყველა  სანქციებს შევუერთდით, რაც ვერ გაბედა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“

თეგები: ირაკლი ზარქუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved