„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“უკრაინის პრეზიდენტმა, სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნით, მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნო, საქართველოში სასამართლო ინსტიტუტები არ არსებობს და სამართალი პურს არ ჭამს…
ამაზე ღრმა დაფიქრება და საპასუხო რეაგირება მართებს საქართველოს ხელისუფლებას…
საქართველოს ხელისუფლებას, კორონა პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის მიღწევები, უკრაინის წარუმატებელმა პრეზიდენტმა, მისი ჭკუით, წყალში ჩაუყარა და, ერთგვარ პოლიტიკურ შურთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას სილა გააწნა!..”
კომენტარები