• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს მიმართავს:”გამარჯობა, გენაცვალე!დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები – მტრებს შორის უარესი ის არის, ვინც მეგობარივით გექცევა?!

ალია ავტორი - ალია
14:31 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187
უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს მიმართავს.

ის რუსეთის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების შერბილებას ეხმაურება – 5 მარტის გადაწყვეტილებით, რუსეთი უფლებას აძლევს 15 ქართულ კომპანიას, რუსეთის ბაზარზე რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.

“გამარჯობა, გენაცვალე. მე ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როცა რუსეთის ომი თქვენი მოძმე უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანია, თქვენ გადაწყვიტეთ, ვაჭრობა გააფართოვოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა თქვენც და ჩვენც?

რუსეთის გადაწყვეტილება, შეასუსტოს სანქციები საქართველოს მიმართ, შეიძლება თუ არა იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილების გამო, სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას?

შეიძლება თუ არა, სანქციების მოხსნა 15 ქართული კომპანიისთვის ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ერთობლივ მრავალწლიან ბრძოლად საერთო მისწრაფებებისთვს?

ვერ ხედავთ, რომ ქალაქებსა და სოფლებში ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს? დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები – მტრებს შორის უარესი ის არის, ვინც მეგობარივით გექცევა?

მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის. საქართველო, პირველ რიგში, ამაყი, უშიშარი და თავისუფლების მოყვარული ხალხია. ხალხი, რომელიც არასდროს გაჩუმდება, როცა მათი ძმები საფრთხეში არიან.

და თქვენ, პატივცემულო პარლამენტარებო, არ უნდა გაჩუმდეთ, რადგან თქვენ თქვენი ხალხის ნაწილი ხართ”. – ამბობს სტეფანჩუკი.

რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.

გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved