• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის პრემიერობაზე ვთქვი სამჯერ უარი – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:17 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა არ აინტერესებს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეგზიტპოლების შემდეგ, ამავე არხის ეთერში ისაუბრა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა ორჯერ მეტი ხმები, ვიდრე ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად აღებულმა, მაგრამ ახლა მნიშვნელობა არ აქვს ხმების და ზომა-წონის გაზომვას. ახლა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანას. მე საერთოდ არ მაინტერესებს ასეთი თანამდებობა, უკრაინის პრემიერმინისტრობაზე ვთქვი სამჯერ უარი. ახლა ღიად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არ მაინტერესებს არც პრემიერმინისტრის თანამდებობა”, — თქვა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, მისი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს “ეროვნული ერთიანობის მთავრობა” და იქ კონსენსუსური ფიგურები უნდა იყვნენ.

“ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე ვაცხადებ, მიხეილ სააკაშვილი, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არც ერთი თანამდებობა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და მოვახერხოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება”, — თქვა სააკაშვილმა.

8 საათზე ცნობილი გახდა მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ენმ-სა და ძალა ერთობაშიას 33% აქვთ, ქართულ ოცნებას კი — 41%.

თეგები: 2020 არჩევნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved