უკრაინის პოლიციამ ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. უკრაინული გამოცემების ცნობით, ადეიშვილი 4-მა პირმა სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირდება. ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კომენტარები