• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უკრაინის ომის დაწყების დღიდან გეუბნებიან, რომ ომსა და მშვიდობას შორის დგას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი“ – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:21 03-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,უკრაინის ომის დაწყების დღიდან გეუბნებიან, რომ ომსა და მშვიდობას შორის დგას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი.

არ გეუბნებიან კონკრეტულად რა მეთოდებით აკავებს ომს. არ გეუბნებიან რა უნდა ვქნათ, თუკი ის ნაადრევად დაგვტოვებს, არ გეუბნებიან ვინმე სხვა თუ ფლობს მსგავს ცოდნას, რომ მისი ჩანაცვლება მოვახერხოთ.

ანუ, პოტენციურად, საქართველოში მშვიდობა იქნება კიდევ, გაქაჩე-გამოქაჩე, ათი წელი. სუპერეგოისტები თუ არ ხართ, თქვენს მშვიდობიან ათწელზე ზრუნავთ და შვილებს გადააბარებთ უკვე ომში მყოფ საქართველოს? როგორ უზრუნველჰყოფთ, რომ ივანიშვილის მერე ომი არ დაიწყება? მარტივად გეტყვით – ფეხებზე გკიდიათ.

ჩვენ ათწლიანი მშვიდობა კი არ გვინდა, არამედ მარადი. მშვიდობა რომელიც დამყარებულია ან ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებაზე, ან იმ კოალიციის ძლიერებაზე, რომლის წევრიც ვართ. სხვანაირი მშვიდობა არ არსებობს. სხვანაირ მშვიდობას ჰქვია დანებება და კაპიტულაცია. კი, თუ არავის არ შევებრძოლებით, არავინ მოკვდება. ოღონდ ეს არ იქნება ჩვენი მშვიდობა, ეს იქნება დამპყრობლის მშვიდობა, რომელიც ავტომატურად გულისხმობს ჩცვენს ჩაგვრას. სუპი გექნება, მაგრამ დაჩაგრული იქნები.

და ზოგადად, ძალიან შორს არსებულ მომავალზე. ფიქრს რომ შევეშვათ, როდესაც გეუბნებიან რომ ომის ზღვარზე ვართ, როდის აქეთ არის გატრუნვა პასუხი ამ საშიშროებაზე? როდესაც გეუბნებიან რომ ომის ზღვარზე ვართ, ლოგიკური არ არის რომ ქვეყანამ დაიწყოს შეიარაღება, დაიწყოს ძლიერი მოკავშირეების ძებნა, დაიწყოს საზოგადოების მომზადება? სამაჩაბლოში დრონები ჩაიტანეს, აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით აგდებენ დრონებს, აზერბაიჯანში აფეთქებებია და ამ დროს იპოდრომის პარკის მშენებლობა, მარუნ ფაივის კონცერტი და კვერცხზე დაკლებული ხუთი პროცენტია თქვენი ძირითადი საზრუნავი? ჰოპ და გადაბრუნდა ყველაფერი, იაფად ნაყიდ კვერცხებს ვესვრით მტერს?

რანაირად გჯერათ მთელი იმ აბსურდის, რასაც რეჟიმი აჟღერებს? რანაირად გჯერათ, რომ უკრაინაში რომ ომი დასრულდება, ჩვენთან ომის საფრთხე მოიხსნება? რანაირად? აფხაზეთი და სამაჩაბლო ავტომატურად გვიბრუნდება? და თუ არა, რუსეთი ცვლის ჩვენს მიმართ პოლიტიკას და დანარჩენი საქართველოს ოკუპაციას აღარ განაგრძობს?

მართლა მცირედი დაფიქრება და სწორი შეკითხვების დასმაა საჭირო, რომ ჭეშმარიტება დაინახო. ამისთვის კი პირველ რიგში შიშია დასამარცხებელი. ომის შიში, ოპოზიციის შიში, გაგევების შიში… სულ შიშებში გაცხოვრებენ და იქნებ მიხვდეთ რატომაც. ეგ შიშია კარიბჭე, რომლის მიღმაც სიმართლეა და სანამ შიშს არ დაძლევთ, მუდამ იმ ტყუილში იცხოვრებთ, რომელშიც საქართველოს ომს ვერავინ დაუწყებს, რომ საქართველოში ასნიშნა ეკონომიკური ზრდაა და ყველა კარგად ცხოვრობს და რომ შვედეთი და ბრიტანეთი გადაშენების პირასაა. სირცხვილია ამ ყველაფრის დაჯერება. უბრალოდ სირცხვილი.“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved