• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის კულტურის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ალია ავტორი - ალია
11:20 07-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ თანამდებობა დატოვა.

“ომის დროს კულტურის მნიშვნელობის შესახებ გაუგებრობის ტალღის გამო, პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება მივუტანე”, – დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

20 ივლისს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს, ტკაჩენკოს თანამდებობიდან გადაყენება და ამ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა შესთავაზა. ზელენსკის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საჯარო დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია სრულმასშტაბიანი ომის დროს ბიუჯეტის თანხების კულტურულ პროექტებზე დახარჯვა.

კერძოდ, კულტურის სამინისტროს იდეამ, კიევში, სამშობლოს ფარზე საბჭოთა სიმბოლიკის უკრაინის გერბით ჩანაცვლებამ, რაც 28 მილიონი გრივნა დაჯდებოდა, საზოგადოების ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია. იმისდა მიუხედავად, რომ საუბარი იყო არა სახელმწიფო სახსრებზე, არამედ კერძო სახსრებზე, სოციალური ქსელების უკრაინული სეგმენტი აქტიურად განიხილავდა, თუ რატომ აპირებენ მათი დახარჯვას ქანდაკების განახლებაზე და არა უკრაინული არმიისთვის დრონებზე. ხალხი არანაკლებ მკვეთრად გამოეხმაურა უკრაინის კულტურის სამინისტროს გეგმებს უკრაინელი ხალხის ჰოლოდომორ-გენოციდის ეროვნული მუზეუმის მშენებლობის დასრულებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონზე მეტი გრივნას (121 ათას ევროზე მეტი) გამოყოფას მოითხოვდა. ასევე, გააკრიტიკეს ტკაჩენკოს განზრახვა, უკრაინაში, სერიალების წარმოება, ომის დასრულებამდე აღედგინა.

ზელენსკიმ, მინისტრის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას, აღნიშნა: “მუზეუმები, კულტურული ცენტრები, სიმბოლოები, სატელევიზიო შოუები – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა სხვა პრიორიტეტებია. იპოვეთ გარე-საბიუჯეტო სახსრები, არა სახელმწიფო”. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ საბიუჯეტო რესურსები სამართლიანად და სწორად არის გამოყენებული”.

ტკაჩენკომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ომის დროსაც კი, “როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სახსრების დახარჯვა კულტურაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითმფრინავებზე”, რადგან “კულტურა არის ჩვენი იდენტობის და ჩვენი საზღვრების ფარი”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved