კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინული მხარის კონტრშეტევა რუსეთის ფედერაციის გეგმებს არ შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავის პირველ საჯარო კომენტარში თქვა, რომ რუსეთს უკრაინაში ამ დრომდე სრულად არ ჰყავს თავისი ძალები მობილიზებული.
„დონბასში ჩვენი შეტევითი ოპერაცია არ ჩერდება. ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, არც თუ ისე სწრაფი ტემპით, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას „ათავისუფლებენ“, – განაცხადა პუტინმა სამარყანდში გამართული სამიტის შემდეგ.
კომენტარები