უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვში რუს ოლიგარქ პიოტრ ავენსა და ყაზახ მილიარდერ ალექსანდრე მაშკევიჩს შორის შეხვედრა გაიმართა. ავენმა აღნიშნა, რომ რუსი ოლიგარქები უკიდურესად გაღიზიანებული არიან პუტინის პოლიტიკით.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ოლიგარქები ეძებენ გზებს, რათა გავლენა მოახდინონ პუტინზე ან მის ახლო წრეზე. თუმცა, ამას ართულებს ის, რომ პრეზიდენტი ახლოს არავის უშვებს.
„რუსული მსხვილი ბიზნესი მზად არის ყველაზე რადიკალური ნაბიჯებისთვის. ზოგიერთი ოლიგარქი პუტინის ლიკვიდაციისთვის საფასურის გადახდასაც კი განიხილავს“, – ვკითხულობთ დაზვერვის ინფორმაციაში. ამის შესახებ rbc-ukraine წერს. უკრაინის დაზვერვის ცნობით
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ელიტა განიხილავს პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენების რამდენიმე ვარიანტს.
კომენტარები