• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა – მებრძოლებმა სრულად დაიბრუნა კონტროლი ქალაქ ირპინზე, ბრძოლები მიმდინარეობს ბუჩაში

ალია ავტორი - ალია
12:57 03-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

ომის ერთი თვე უკრაინაში – ოფიციალური მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად 135 ბავშვი დაიღუპა, 184-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის დედაქალაქში განგაშის სირენები მთელი ღამის განმავლობაში იყო ჩართული. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანი კიევის ალყაში მოქცევაა, თუმცა უკრაინული მხარე კიევის რეგიონში უკვე კონტრშეტევაზეა გადასული.

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქზე მიიტანეს იერიში. კიევის ოლქში ვასილკოვას დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რამაც გამოიწვია დიდი დაკვამლიანება, მათ შორის, კიევშიც, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, კიევის ოლქში, რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს კონტრშეტევა უკრაინის არმიის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. მათივე ცნობით, უკრაინის არმიამ სრულად დაიბრუნა კონტროლი ქალაქ ირპინზე, ხოლო ამ დროისთვის, ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ბუჩაში.

“გაერთიანებული ძალები აწარმოებენ მდგრად თავდაცვით ოპერაციას დონეცკის, სლობოჟანსკის და ტავრიის მიმართულებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 12 ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ჩვენ ჯგუფს გამაგრებული აქვს პოზიციები ქალაქი ჩერნიგოვში და ხელს უშლის მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. რუსული, ტერორისტული ძალები შეგნებულად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და ომის წესებს,”-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტუპუნი.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა არმიამ სრული კონტროლი აიღო ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე.

“რუსეთის არმიამ სრული კონტროლი აიღო ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე. გასული დღეების განმავლობაში საზღვაო – საჰაერო იარაღით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე ზუსტი იერიში მივიტანეთ. ასევე, ვაცხადებთ, რომ პენტაგონის ექსპერიმენტები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საშიში ინფექციების გავრცელებით. მიღებული დოკუმენტების თანახმად, ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც კონტრაქტი ჰქონდა შტატების თავდაცვის დეპარტამენტთან მუშაობდა უკრაინის თავდაცვის უწყებასთან, ისინი დაურეგისტრირებელ მედიკამენტებს სპეციალურად უკრაინელ სამხედროებზე ცდიდნენ,”- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved