საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელიც კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში დღეს არის დაბარებული. თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევა, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება.
ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი კარანტინი დიპლომატს სწორედ დღეს უსრულდება, შესაბამისად, მას სამინისტროში ელოდებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ ზალკალიანმა განაცხადა, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.
7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.
კომენტარები