• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, ორშაბათი, 2 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უკრაინელი მებრძოლების მოტივაცია რომ ჰქონდეთ რუს ჯარისკაცებს, ერთ თვეში აიღებდნენ მთელ უკრაინას… იბრძვიან, რომ ცოცხლები გადარჩნენ და სულ არ აინტერესებთ ის ზღაპრები, რასაც პუტინი და მისი ხელისუფლება ჰყვებიან“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
20:12 08-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
792

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ევროკავშირის საბერძნეთის სამიტზე საქართველოს  მთავრობის წარმომადგენელი არ მიიწვიეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი თბილისიდან ჩართვა ჰქონდა და მიმართა სამიტის მონაწილეებს. ეს რატომ მოხდა და რას ნიშნავს?

– სამიტი ორ ნაწილად გაიმართა. თავდაპირველად იმსჯელეს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე. პრინციპში, სამიტის მთავარი საკითხი ეს იყო. მერე იმსჯელეს უკრაინის, მოლდოვას და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში მიღებაზე, ან საკითხების ნიუანსებზე. ცუდი ის იყო, რომ  ეს სამი ქვეყანა ახსენეს, როგორც  ევროკავშირის მომავალი წევრები, საქართველო არავის გახსენებია. თუმცა, ამას არ ვთვლი, რომ   ხელისუფლების დანაშაულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატებიც არ ვართ და იმიტომ არ გვახენეს. საქართველოს იქ ყოფნა არ ეკუთვნოდა და იმიტომ არავინ მიიწვიეს ჩვენგან. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებიდან  ყველაზე პროევროპელ პოლიტიკისად მოაჩნიათ დასავლეთში და იმიტომ  მიმართა სამიტს. თუმცა, კარგი იქნებოდა, ასეთ პოლიტიკოსად  ჩვენი პრემიერ–მინისტრი და მთავრობის სხვა წევრებიც მოაჩნდეთ.

– უკვე საბოლოდ გადაწყდა, რომ  უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს, F-16–ებს გადასცემენ დანია და ჰოლანდია. თუმცა, სხვა სახის შეტევითი იარაღის გადაცემას არ ჩქარობს დასავლეთი.  თუ გაჭიანურდა ეს საკითხი, უკრაინის საქმე როგორ იქნება?

– დასავლეთი რომ არ დახმრებოდა უკრაინას, მაშინ იქნებოდა კატასტროფულად უკრაინის საქმე, რუსეთს უკვე დაპყრობილი ექნებოდა მთელი უკრაინა, აღმოსავლეთ უკრაინას არ დასჯერდებოდა. ახლა რაშია საქმე. მოულოდნელობის ეფექტი აღარ აქვს ამ ომს. მოულოდნელი იყო რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების სიდიდე ომის დასაწყისში, ლამის ნახევარი უკრაინა დაიპყრო. მოულოდნელი იყო უკრაინის ეფექტური კონტრშეტევები ხარკოვის  და ზაპოროჟიეს მიმარათულებით. რუსეთი თავისი დღე და მოსწრება ომშია და  ამ ომებში ჰქონდათ შეცდომები. ამ შეცდომებზე  ბევრი ისწავლეს. მათი წარმატება დიდად გასაკვირი არ იყო, რადგან უკრაინას მაშინ ელემენტარული შეიარაღებაც არ ჰქონდა. უკრაინელები ნელა მიიწევენ ახლა წინ. ამ დღეებში ორი სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელი აიღეს,  ეს კი მათ  საშუალებას აძლევს, მელიტოპილისკენ  და საერთოდ, სამხრეთისკენ გახსნან გზა. ბახმუტის მიმართულებითაც აქვთ  წარმატება, წინ წაიწიეს. კი,  დღეში 1 და 2 კილომეტრითაც ვერ მიიწევენ წინ, მაგრამ ასეთ დღეში იყო რუსეთის არმია ცოტა ხნის წინ დონბასში, 2 კილომეტრით წინ რომ  წავიდოდნენ, დიდი ამბავი იყო. ბევრი ამბობს, უკრაინის ეს ნაბიჯ–ნაბიჯ წინსვლა არაფერიაო და რას ქვია, ეს  წინსვლა არაფერია? ბოლოს როდის გავიგეთ, რუსეთმა რომელიმე უკრაინული დასახლება რომ აიღო?  ცხადია, რამდენიმე თვის წინ. ისიც გავითვალისწონოთ, რომ რუსეთის ცოცხალი ძალა ხუთჯერ აღემატება უკრაინისას და შეიარაღების რაოდენობით, ალბათ, ასჯერ და მეტჯერ. უკრაინელი მებრძოლების მოტივაცია რომ ჰქონდეთ რუს ჯარისკაცებს, ერთ თვეში აიღებდნენ მთელ უკრაინას, მისთვის დასავლეთის დახმარების მიუხედავად. რუსი ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი იმიტომ იბრძვის, რომ თუ მოწინააღმდეგე არ მოკლეს, სამხედრო ტექნიკა და სხვა საბრძოლო საშუალებები არ გაუნადგურეს, თავად განაგურდებიან. იბრძვიან, რომ ცოცხლები გადარჩნენ და სულ არ აინტერესებთ ის ზღაპრები, რასაც პუტინი და მისი ხელისუფლება ჰყვებიან, რომ უკრაინაში ნაცისტებს ებრძვიან. არც ის აინტერესებთ, უკრაინა ნატო–ში შევა თუ არა. ეს გენერლიტეტს აინტერესებს. ხალხი ძალით შეყარეს ამ  ომში და იმიტომ აღარ აქვს რუსეთს სეიოზული წარმატებები. ომის დასაწყისშიც იმის ხარჯზე ჰქონდა წინსვლა, რომ არც უკრინა იყო ამ ომისთვის მზად და არც დასავლეთი. რუსეთის არმიას შეხვდა თუ არა სერიოზული წინააღმდეგობა, მიუხედავად უზარმაზარი უპირატესობისა, მას მერე არც ერთი  დიდი ქალაქი არ აუღია. ახლა ყირიმის სამხედრო ბაზა დაბომბა უკრაინამ და ორ დღეში დესანტი გადასხა.  დიდი ბრძოლები იქნება ყირიმისთვის. უკვე ყირიმელი თათრებიც აპირებენ ბრძოლას რუსების წინააღმდეგ, შიგნით აუფეთქდა ყირიმი პუტინს და ამას არავინ ელოდა. დარწმუნებული ვარ, უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს, ყირიმილი თათრების მხარდაჭერა ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება. ამის მერე კი რუსეთის პოლიტელიტა და გენერალიტეტი  უკვე სერიოზულად იფიქრებენ  პუტინის შემცვლელზე და მოძებნიან კიდეც. პუტინის უდიდესი შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა. ამას თავადაც გადაყვება და რუსეთის იმპერიაც. რაც  შეეხება  მოიერიშე თვითმფრინავებს. მთავარია, გადაწყდა  F-16–ების გადაცემა უკრაინისთვის  და ეს ერთი საკითხი მოგვარდა. ახლა პილოტების მომზადება არის პრობლემა. დაჩქარებულად 6 თვეში მოამზადებენ უკრაინელს პოლოტებს, თუმცა, ბევრი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ ამ ტიპის ბომბდამშენების პილოტების მომზადებას 2–3 წელი სჭირდება. რთული მანქანაა F 16.  8 უკრაინელ  მფრინავს ამზადებენ და 8 თვითმფრინავი არფერია, ნახევარი ესკადრილიაა. ამ 8 თვითმფრინავს, მის პილოტს, დამხმარე პერსონალი უნდა 165 კაცი. ძალიან რთულია F-16-ების მომსახურება.

– ბევრი ამბობს, რომ ევროპას მობეზრდა უკრაინის დახმარება, რადგან ევროპის ქვეყნებს თავისი გასჭირვებიათ, მათი ეკონომიკა მძიმე დღეშიაო, ასეა?

– ვინც მაგას ამბობს, რუსეთზე რას ამბობენ, რუსეთის ეკონომიკას ულხინსო? ეს არის რუსული პროპაგანდა, მეტი არაფერი. ისიც გამიგონია,  ევროპაში გერმანიის ეკონომიკაა ყველაზე მძიმე დღეში, რადგან  გერმანია ევროპაში ყველაზე  დიდი ოდენობით  მოიხმარდა რუსულ გაზს  და ახლა, რუსულზე ძვირ, ნორვეგიულ გაზს ყიდულობსო. ჯერ ერთი, ევროპაში ყველაზე მეტს  რუსულ გაზს ავსტრია მოიხმარდა და ავსტრიის ეკონომიკას არაფერი უჭირს.  მერე, იმ „მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა“ გერმანიამ, რამდენიმე დღის  წინ 50 მილიარდი ევრო გამოყო  უკრაინის დასახმარებლად. ამ თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ამ ომში, ნაწილი უკრაინის აღდგენას. როგორ, გაგიჟდა გერმანიის მთელი მთავრობა, პარლამენტი? გერმანიას უჭირს და უკრაინას ეხმარებიან? ასე, რომ იყოს, გერმანელები უკვე ქუჩაში იქნებოდნენ და მთავრობას გადააყენებდნენ და  პარლამენტს ვადამდელ არჩევნებს დაანიშნინებდნენ. კაციშვილი ხმას არ იღებს, რადგან  არც გერმანიის ეკონომიკას უჭირს და არც გერმანელ ხალხს. იმის მეოცედი ეკონომიკა გვქონდეს, რაც  გერმანიას აქვს და ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. აქ კიდევ მეორე მომენტია. გერმანიამ ამ თანხის დიდი ნაწილი უკრაინის აღსადგენად გამოყო. ე.ი. რას ფიქრობს გერმანიის ხელისუფლება და რას ფიქრობს გერმანელი ხალხი, რომლის დაკვეთასაც ხელისუფლება ასრულებს? ომს უკრაინა მოიგებს და განადგურებული ქალაქები, დაბები, სოფლები მათი და სხვა ქვეყების აღსდგენია. აბა, რუსეთმა თუ დაიპყრო უკრაინა, გერმანია რუსეთს ფულს ხომ არ მისცემს აღსადგენად?! ამავე პოზიციაზეა ევროკავშირი, ამერიკა, კანადა, ავსტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა და მთელი ცივილიზებული სამყარო. უკრაინა შეიარაღებას მიიღებს და არც არავის მობეზრებია მისთვის იარაღის მიწოდება და არც არავინ გაკოტრებულა ამის გამო.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved