• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინელი ბიზნესმენი – სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ყველაფერი სათავისოდ მოიწყო.. საიდანაც ფულის შოვნა ვერ მოახერხეს, ის საქმეები უბრალოდ, გააჩერეს

ალია ავტორი - ალია
15:14 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

თავიდან გულთბილად დავხვდით, თუმცა ორ თვეში მივხვდით, რომ სააკაშვილი თავის ქართულ გუნდთან ერთად ოდესაში არსებულ კორუფციულ სქემებს მოერგო, – ამის შესახებ უკრაინელმა ბიზნესმენმა სერგეი კრივენკომ „იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა, რომელიც ის ოდესის გუბერნატორი იყო.

უკრაინელი ბიზნესმენის თქმით, სააკაშვილმა ოდესაში საკუთარ გუნდთან ერთად ყველაფერი სათავისოდ მოიწყო.

„ჩვენ მას თავიდან გულთბილად დავხვდით. გვაინტერესებდა, რას იზამდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. თუმცა, ზუსტად ორ თვეში მივხვდით, რომ ის თავის ქართულ გუნდთან ერთად უბრალოდ, არსებულ კორუფციულ სქემებს მოერგო. მათ ყველაფერი სათავისოდ მოიწყვეს. საიდანაც ფულის შოვნა ვერ მოახერხეს, ის საქმეები უბრალოდ, გააჩერეს.

პირველი მისი საქმე საბაჟო იყო. ადგა და ფასები უაზროდ გაზარდა. ხალხმაც გადაწყვიტა, რომ ტვირთი ოდესის ნაცვლად სხვაგან განებაჟებინა. ფასების აწევასთან ერთად მან უცნაური შავი სქემები შემოიღო, საიდანაც სარგებელს მხოლოდ 5 ადამიანი იღებდა და 5-ვე მისიანი იყო“, – განაცხადა კრივენკომ.

მისივე თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიზნესმენებს გაურკვეველ ფონდებში თანხების ჩარიცხვას აიძულებდნენ.

„ბიზნესთან კონტაქტი მის დამხმარეებს ჰქონდათ. საუბრები იქამდე მიდიოდა რომ ბიზნესმენებს გაურკვეველ ფონდებში თანხების ჩარიცხვას აიძულებდნენ. Მიშას მითითებითა და მასთან შეთანხმებით ყველაფერს მისი ხალხი აკეთებდა. მაგალითად, ერთ-ერთ პორტში დღის წესრიგში 10 ჰექტრის გადაცემის საკითხი იდგა. გადაწყვეტილი იყო, რომ ეს მიწა 4 სხვადასხვა ინვესტორისთვის გადაგვეცა. სააკაშვილმა კი ერთპიროვნულად 10-ვე მხოლოდ ერთ-ერთ ინვესტორს, ბახმატიუკს მისცა. სანაცვლოდ თანხა აიღო, რომელიც უკრაინის გარეთ გაურკვეველ ფონდში ჩაირიცხა“, – დასძინა სერგეი კრივენკომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved