რუსეთი უკრაინის სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევას უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა. პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ბრალდებები, რომ კიბერშეტევების უკან რუსეთი დგას, კრემლისთვის ცნობილია და მათ საფუძველი არ აქვთ.
“ვთვლით, რომ ეს არის რუსეთის მისამართით მორიგი უსაფუძვლო ბრალდებაა. უკვე თითქმის მივეჩვიეთ, რომ უკრაინელები ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ, თავის ქვეყანაში ცუდ ამინდშიც კი” – თქვა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სიცრუედ მიიჩნევს აშშ-ს ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის თვის პროვოკაციას ამზადებს.
“ჩვენ ვცხოვრობთ ფეიქ ბრალდებების და ფეიქ ამბების, სიცრუის სამყაროში. ეს ჯერ არაფრით არ არის დამტკიცებული რაიმე ცხადი მტკიცებულებებით.” – თქვა პესკოვმა.














კომენტარები