ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტი შედეგის გარეშე დასრულდა: პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან „სასარგებლო და კონსტრუქციული“ საუბრის მიუხედავად, უკრაინაზე კომპრომისი ჯერ არ არსებობს.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი გარკვეულ პუნქტებს ეთანხმება, თუმცა ამერიკული „სამშვიდობო გეგმის“ სხვა პუნქტებმა კრიტიკა გამოიწვია. მოლაპარაკებებზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები, ასევე რუსეთ–აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-ის საწყის 28-პუნქტიან გეგმასთან ერთად დამატებით ოთხი ახალი დოკუმენტიც მიიღო. შეხვედრის შინაარსს მხარეები არ ავრცელებენ, თუმცა პუტინმა უიტკოფის საშუალებით თეთრ სახლს „მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები“ გადასცა.
პუტინ–ტრამპის პირადი შეხვედრის პერსპექტივა, როგორც უშაკოვი ამბობს, დამოკიდებულია დიპლომატების მომავალ მუშაობაზე.














კომენტარები