• რეკლამა
  • კონტაქტი
02:28, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინაში ვიზიტისთვის მზად ვართ, თუმცა ამისთვის წინაპირობები არსებობს” – ირაკლი კობახიზე

ალია ავტორი - ალია
20:49 04-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
347

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტზე „შეიძლება იფიქრონ“, თუ 3 პრინციპულ საკითხზე პროგრესს დაინახავენ.

მისი თქმით, „3 პრინციპული საკითხიდან“ ერთ-ერთია უკრაინის ხელისუფლებიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული „კრიმინალების გათავისუფლება“.

„ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ამ მდგომარეობას, ბუნებრივია სჭირდება ცვლილება – 3 პრინციპული საკითხი. როგორც კი დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორცილებაზეც“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტზე მზადყოფნა არსებობს, თუმცა ასევე არსებობს წინაპირობებიც.

„სამწუხაროდ გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდის განმავლობაში, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა თუნდაც მმართველი გუნდის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი. რა თქმა უნდა, როცა ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, უკრაინამ ელჩი გაიწვია, შემდეგ გაათავისუფლა და „უკრაინა ახლა დემარშის მდგომარეობაშია“, ამიტომ ეს მდგომარეობა შესაცვლელია. კობახიძემ მეორე წინაპირობად დაასახელა კონტრაბანდასთან დაკავშირებული ბრალდება – „ამას სჭირდება სათანადოდ დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვისმენია არცერთი“.

„მესამე, ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის – ცრუ ბრალდებების, ელჩის გაწვევის და ა.შ. სათავე არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილი. ესენი არიან 4 ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: პირველი – სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი – გენპროკურორის მრჩეველი, ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურებული გახლავთ კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას არახამიას გადადგომა არ მოუთხოვია. როგორც წინა ტექსტში ხედავთ, იგი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას კრიმინალები ჰყავს დასაქმებული და მათ შორის კავშირს არახამია უზრუნველჰყოფს. 

“ჩანს, როგორი ფეიკები არიან” – კობახიძის მტკიცებით, დავით არახამიას გათავისუფლება არ მოუთხოვია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved