ომის დაწყებიდან უკრაინაში 198 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველის ოფისმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 6482 ბავშვი დეპორტირებულია, ანუ ისინი ოკუპანტებმა უკრაინის ფარგლებს გარეთ ძალით გაიყვანეს. მათგან მხოლოდ 50 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას 361 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა და 711 დაიჭრა.
კომენტარები