• რეკლამა
  • კონტაქტი
04:36, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინაში ომის დასრულება ევროპაში მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს – ვოლფგანგ​ იშინგერი

ალია ავტორი - ალია
12:20 12-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
521

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის როლს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსეთის აგრესიული მისწრაფებების ფონზე. იშინგერი დარწმუნებულია, რომ სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის აგრესიას იგერიებენ, ევროპას შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

მან Deutsche Welle-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვიდრე ჩვენი უკრაინელი მეგობრები გაბედულად აწარმოებენ ამ ომს, ევროპა უსაფრთხოდ არის“. „ევროპა უსაფრთხოდ არის, რადგან უკრაინელები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით აკავებენ ძლევამოსილ რუსულ არმიას და იცავენ თავიანთ ქვეყანას. როდესაც ეს ომი დასრულდება და იარაღი დადუმდება დონბასში და უკრაინის სხვა რეგიონებში, რუსეთი კვლავ მიიღებს სამშვიდობო დროს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც გადაჭიმულია ათ ან თერთმეტ სასაათო სარტყელზე, და მას საკმარისი დრო ექნება გადაჯგუფებისთვის“, – აღნიშნა იშინგერმა.

იშინგერი დაეთანხმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს აზრს იმის შესახებ, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იქნება. მანვე ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ევროპის დაცვა შეგვეძლოს, ამით არ დასრულდება. პირიქით, ეს მხოლოდ ახლა იწყება. აქამდე ტვირთი უკრაინელებზე იყო. ომის დასრულების შემდეგ, მოგვიწევს, რომ ამ ტვირთის გაცილებით დიდი ნაწილი ჩვენ ვიტვირთოთ“. ამასთან, იშინგერმა უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობის შესახებ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა. მას არ მიაჩნია, რომ აშშ საფრთხეს უქმნის ევროპას აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიღების გათვალისწინებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved