უკრაინის პოლიციამ ე.წ. ქურდული “ობშიაგისთვის” განკუთვნილი 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ამოიღო.
უკრაინული გამოძიების ცნობით, აღნიშნულ თანხას, ერთი ადგილობრივი და ერთი ქართველი კანონიერი ქურდი განკარგავდნენ.
თანხის ამოღება იმ სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა, რა დროსაც კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ჯაჭვლიანი, მეტსახელად „ლაშა სვანი“ დააკავეს.
დიდი ოდენობით ფულთან ერთად ასევე ამოღებულია ძვირადღირებული მანქანები, ცეცხლსასროლი იარაღები, სამკაულები, დანების და ხანჯლების კოლექცია.


კომენტარები