• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინაში მებრძოლი მეომარი: შემომითვალეს, რომ თუ საქართველოში ჩამოვალ, დამიჭერენ

ალია ავტორი - ალია
17:10 08-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,968

უკრაინიდან, ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ლევან მაზმიშვილის სახლში ჩხრეკაზე შესვლას, ომის ვეტერანები ეხმაურებიან.  “პირველებთან” ინტერვიუში ქართველი მეომრები ჰყვებიან, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ქართველი “ოცნების” რეპრესიების მსხვერპლია.

მათი თქმით, ზოგიერთი მათგანი ე.წ. გადატრიალების საქმეზე გამოსაკითხად დაიბარეს, ზოგს კი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობასაც არ აძლევენ.

გიორგი ფარცვანია აცხადებს, რომ  შეუთვალეს, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება დაიჭერენ.

“რუსების არ გვეშინია და “ქართული ოცნება” შემაშინებს?!” – ამბობს მებრძოლი მმართველი გუნდის საპასუხოდ.

სირცხვილია, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს – ატერორებს ქართველ მეომრებს, რომლებიც საქართველოში ოჯახების სანახავდ ჩადიან. 

ეს (ლევან მაზმიშვილის სახლში ჩხრეკა) პირველი არ არის, 10-მდე ეკიპაჟი სახლში ჩვენს კიდევ ერთ თანამებრძოლს შეუვარდა და გაჩხრილეს. 

2022 წელს, როცა პირველად ჩამოვედი, წამართვეს პასპორტი, რომელსაც თითქმის სამი საათის განმავლობაში არ მიბრუნებდნენ, ვიყავი გამოკითხვაზეც. 

მეორედ რომ ჩავედი, ნახევარი საათით დამოაყოვნეს. ახლა შემომითვალეს, რომ თუ საქართველოში ჩამოხვალ დაგიჭერთო. რუსების არ გვეშინია და “ქართული ოცნების” შეგვეშინდება?!

დაშინებაზე და ტერორის მცდელობაზე საუბრობს ნადიმ ხმალაძეც.  

“ადამიანს, რომელიც ფრონტის ხაზზე მიდის, სუს-ის დაკითხვებით ვერ შეაშინებთ”- ასეთია მისი პასუხი. 

რაც ვნახე, ეს ჩხრეკა არ იყო – დაარბიეს სახლი. თუ არ ვცდები 2024 წლის ზაფხული იყო, როცა რაღაც სისულელე თემა წამოწიეს, სუს-ში დაგვიბარეს და სულელურ კითხვებს გვისვამდნენ. ეს არის დაშინების მცდელობა. ადამიანს, რომელიც ფრონტის ხაზზე, 98%-იან სიკვდილზე მიდის, სუს-ის დაკითხვებით ვერ შეაშინებთ. თქვენ გინდოდათ დაგეშინებინეთ, გინდოდათ, საქართველო დამეტოვებინა, მაგრამ გამოვედი და ვთქვი, რომ არასად წასვლას არ ვაპირებ”- აცხადებს ნადიმ ხმალაძე. 

უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის სახელში, სოფელ შინდისში, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც მაზმიშვილის მამა, მირიან მაზმიშვილი აცხადებს სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ფანჯრიდან შევიდნენ და იარაღს ეძებდნენ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ავეჯი და ნივთები დაუზიანეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved