“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანაში 4.5 მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ზელენსკიმ 6 ნოემბერს, კვირას, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“საღამოს მდგომარეობით, ელექტროენერგიის მიწოდება წყვეტა გრძელდება კიევსა და ექვს ოლქში. 4.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ამჟამად, მათგან უმეტესობა არის ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში. ძალიან რთული ვითარებაა”. – თქვა ზელენსკიმ.
კომენტარები