უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი 42 წლის ალუდა ზვიადაურია. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინაში მებრძოლმა სხვა ქართველებმა გაავრცელეს.
არსებული ინფორმაციით, ზვიადაური უკრაინელებისა და ჩეჩნების ბატალიონში იბრძოდა. უკრაინაში ევროპიდან ჩავიდა და ომში ჩაერთო.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა და ამ დროს ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს. მის ქვედანაყოფს მტერი ჩაუსაფრდა და თავდასხმაც ამ დროს მოხდა. დაიჭრა ზვიადაურის კიდევ რამდენიმე თანამებრძოლი
ალუდა ზვიადაურის ცხედარი ფრონტის ხაზიდან მებრძოლებმა უკვე გამოასვენეს.
კომენტარები