უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის საჭირო კითხვარი უკვე შეავსო. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ პირობა შეასრულა და დოკუმენტი დათქმულ დროში, ზუსტად ერთ კვირაში შეავსო.
კითხვარი ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კიევში ვიზიტისას, პირადად გადასცა.
კომენტარები