უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავების შესახებ კონსულტაციებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს. ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა სწორედ ასეთი გარანტიებია.
“ჩვენი მიზანია ისტორია არ განმეორდეს და მოვემზადოთ მომავალი, თავისუფალი, სუვერენული უკრაინისთვის. ბუდაპეშტის მემროანდუმის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მომავალი ხელშეკრულებები უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების გარანტიებს და არა დაზღვევას. ვერცერთი მესამე მხარის სუაფრთხოების ვალდებულებები სრულად ვერ ჩაანაცვლებს უკრაინის თავდაცვას, ამ იტომ ჩვენ გვჭირდება უნარი წინააღმდეგობა გავუწიოთ აგრესიას. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, გარანტორმა ქვეყნებმა უნდა მიაწოდონ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა. პირველ რიგში, საუბარია უკრაინის ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანებაზე. ინტეგრაციის ალტერნატიული ფორმატები მისაღები არ არის,”| – თქვა ანდრეი ერმაკმა.
კომენტარები