უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ და რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასი დათმოს.
„ვერ იტყვით, რომ ომში ვმარცხდებით. გულწრფელად, ჩვენ ნამდვილად არ ვმარცხდებით. საქმე იმაშია, გავიმარჯვებთ თუ არა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული.
ამერიკელებიც და რუსებიც გვეუბნებიან: თუ გსურთ, ომი ხვალვე დასრულდეს, დონბასიდან გადით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.














კომენტარები