რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც ბომბით დატვირთული Chevrolet Volt-ის მარკის მანქანით, უკრაინიდან ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით დაიძრა.
ФСБ-ს ანგარიშის მიხედვით, ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი “ზემო ლარსი” გადაკვეთა.
სამსახური ტერაქტის ორგანიზების მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეოს ავრცელებს.
კომენტარები