2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.
“15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში.
აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
კომენტარები