• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – უკრაინის საგარეო უწყება

ალია ავტორი - ალია
12:53 08-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომზე მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხს მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრა 2014 და 2022 წლებში.

“7 აგვისტოს 14 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან. თითქმის ათწლინახევრის შემდეგ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში – მოახდინა ყირიმისა და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილობრივი ოკუპაცია, და 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულ მასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმებთან მკაფიო დაცვით და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას.

რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისროთ უმკაცრესი პასუხისმგებლობა”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved