ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
„ზებრაზე ხო უნდა გავატარო კაცი? არც მოხუცია. არც ბავშვიანი. ვიღაც კაცია, დაუშვათ ჯეელი, მაგრამ ზებრაზეა ნაღდად. ზებრაზე გადადის. ველოდები როდის გადავა. და უკნიდან მესმის გამაყრუებელი სიგნალი, ხელი არ აუშვია და კივილი: “დროზეეეე, გოგოოო”. ვახ. “დროზე” კი არა, მთლად გავჩერდი, გადმოვედი მანქანიდან, მივუკაკუნე ფანჯარაზე რათა მეკითხა სად დაიზარდა ამ მანქანის პატრონი. ჰოდა თურმე სოლარიუმში. ვიღაც გამომცხვარი ქალი შემრჩა ხელში. ამიტომ ბევრი არაფერი არ ვარგა. კანზეც აისახება და ტვინზეც, როგორც ჩანს.“
კომენტარები