• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკიდურესად აუცილებელია გამოძიება”- სახალხო დამცველი

ალია ავტორი - ალია
12:32 11-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

“29 ნოემბრის დილის 02 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.
ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.
გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში.
სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა. ნიშანდობლივია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. საგულისხმოა, რომ ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც.
29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით.
ღამის მანძილზე რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო. გამოვლინდა 9 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს.
ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალისტს – მარცხენა თვალბუდის არე მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და სახე შეშუპებული, მესამეს კი ცხვირის, ყვრიმალებისა და შუბლის არეში შეშუპებები და ნაკაწრები. ამასთან, იზოლატორში რწმუნებულის ყოფნის დროს შემოიყვანილ ერთ-ერთ დაკავებულებს დასჭირდა კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანა ქირურგიული ჩარევის მიზნით.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ სხვა დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში.
სახალხო დამცველის აპარატმა ყველა დაკავებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირის შესახებ უკვე შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისმა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ შედეგად გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა. ასევე, უკიდურესად აუცილებელია გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით (არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით), რომელიც ზუსტად ასახავს იმ ქმედებების შეფასებას, რაც ღამის მანძილზე განხორციელდა.
აქვე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოძიებას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოებს უზრუნველყონ დაკავებული მომიტინგეების სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედმიწევნითი დაცვა, არსობრივად შეაფასონ დაკავების კანონიერების საკითხი და არ დაეყრდნონ მხოლოდ პოლიციელთა განმარტებებს ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში”,_ ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved