• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, სამშაბათი, 25 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უხუცესებსაც კი არ ახსოვთ და არც გაუგონიათ ის, რაც წელს სვანეთსა და რაჭაში მოხდა“

ალია ავტორი - ალია
00:22 08-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,774

ანი დვალიშვილი

საქართველოში და შეიძლება, მთელ მსოფლიოშიც, ადამიანთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს მეცნიერების შეშფოთებას გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. არადა, პრობლემა მართლაც არსებობს და თანაც უზარმაზარი. ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ თბილისსა და განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო ერთი თვეა, წყლის მიწოდების სერიოზული პრობლემაა და ეს სოციალურ ქსელშიც იგრძნობა. წყლის კომპანიას და მის ხელმძღვანელ-თანამშრომლებს, სოც-ქსელის მომხმარებლები „მოკითხვებს“ უგზავნიან და ისინიც თავს იმართლებენ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობსო, თუმცა როგორც გითხარით, ხმამაღლა არავინ ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები კი არა, პრობლემა წყლის არასაკმარისი დებეტია. ანუ, წყლის პრობლემა უკვე დგას და დგას საქართველოში, სადაც წესით პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ძალიან დიდი მტკნარი წყლის მარაგი გვაქვს, მაგრამ… გვაქვს კი?!

„შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ იგივე სვანეთი და რაჭა, სადაც ნალექის პრობლემა არასდროს იყო, უწყლოობის გამო ლამის გადახმეს. უხუცესებსაც კი არ ახსოვთ და არც გაუგონიათ ის, რაც წელს სვანეთსა და რაჭაში მოხდა – მცირე ღელეები ნაკვეთებზე მიუშვეს და ნათესები მორწყეს – სვანეთში კარტოფილი, რაჭაში ვენახები და სიმინდი. ჰო, მორწყეს ისე, როგორც რწყავენ ქვემო ქართლში, სადაც წყლის პრობლემა მუდმივად იყო“, – გვეუბნება ამ სფეროს სპეციალისტი და არც იმას მალავს, რომ ყველა მყინვარზე თოვლი, შარშანდელთან შედარებით, საკმარისზე მეტად შემცირებულია. თუ აქამდე საუბრობდნენ, რომ გლობალური დათბობა მსოფლიოს სერიოზულ პრობლემას დაახლოებით 2040 წლისთვის შეუქქმნიდა, ახლა ეს ვადები შემცირდა და საუბარი 2028-2030 წლებზეა.

მართალია, ზღვაზე დამსვენებლები ივლისში ნალექიან ამინდზე წუწუნებდნენ, მაგრამ აგვისტომ მწველი ბრჭყალები გამოაჩინა და მაშინ, როცა მოსავალი სიმწიფეში უნდა შესულიყო, პრაქტიკულად, ყველაფერი გაახმო. სამეგრელოსა და იმერეთში ჩივიან, რომ სიმინდის მოსავალს ვინ ჩივის, სათესლედ თუ გადაარჩენენ, კარგი შედეგი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული სიმინდი ძალიან ძვირი ეღირება და ვარაუდობენ, ერთი კილო ქართული სიმინდის ფქვილის ფასი 8-10 ლარიდან დაიწყება.

ყოველწლიურად სულ უფრო გართულდება მტკნარი წყლის მოპოვება და რაც ყველაზე ცუდია, სიცხის გამო გაიზრდება მოთხოვნა, რომელსაც საქართველო ბოლომდე წელსაც ვერ აკმაყოფილებს, იმიტომ, რომ მარაგი უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, ძალიან საეჭვოდ ისმის მთავრობის დაპირება, 2025 წლისთვის, მთელ საქართველოში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნებაო. შესაძლოა, წყლის ქსელი მართლაც აეწყოს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, უკვე გამორიცხულია, წყალი 24 საათით მიეწოდოს ყველას, რადგან დებეტი უბრალოდ არ იქნება. სამწუხაროდ, საქართველოს ფარგლებში, აზრი არ აქვს სამუშაო ჯგუფის შექმნასაც, რადგან მოსალოდნელი შედეგების შეჩერებას, ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს და მხოლოდ იმით თუ გავიხეთქავთ გულს, რომ დასავლეთ საქართველოში 1000-ზე მეტი მცირე ნაკადული თუ ღელე, რომელიც მუდმივად მოედინებოდა, უბრალოდ გაქრა. აღმოსავლეთ საქართველოზე აღარაფერს ვამბობთ, ქვემო თუ შიდა ქართლში, კახეთში წყლის პრობლემა მუდმივად იყო და ახლაც არის…

 

გასულ კვირას, ამერიკელმა მეგობრებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ხორბლის მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულება საქართველოსთვის ცუდია და უკვე მიმდინარე წლიდან, ქვეყანამ იმ ოდენობის ხორბლის წარმოება უნდა დაიწყოს, რომ საკუთარი თავის გამოკვება მოახერხოს. ერთი შეხედვით, ჩვენს ქვეყანაში არსებულ დაუმუშავებელ მიწებს თუ გავითვალისწინებთ, პერსპექტივაში ეს შესაძლებელია, მაგრამ ხორბალი, რომელიც შემოდგომაზე უნდა დაითესოს და გაზაფხულზე ავიღოთ, აუცილებლად საჭიროებს ორჯერ მაინც წვიმას და წვიმა თუ არ მოვიდა, სავარგულები უნდა მოირწყას, ანუ ისევ წყლის პრობლემამდე მივდივართ. შარშანწინ და შარშან, სამცხე-ჯავახეთში, სადაც ხორბლის კულტურა დიდი ოდენობით მოჰყავთ, მოსავალი სწორედ გვალვის გამო ვერ მიიღეს. იგივე მოხდა კახეთშიც და ამიტომ, თუ ეს პროექტი მართლაც განხორციელდება, პირველ რიგში, სარწყავი სისტემაა ასაწყობი და ის არის მოსაფიქრებელი, როგორ უნდა მივიდეს წყალი ხორბლის ნაკვეთებამდე.

უწყლოობის გამო ტირიან ქართველი მეცხვარეები. 2-3 კვირაში, ცხვარი მთიდან ბარში უნდა ჩამორეკონ და მეცხვარეებმა ნამატი უნდა გაყიდონ, მაგრამ უცხოურ ბაზარზე ცხვრის ფასი დაეცა და დაეცა ერთადერთი მიზეზით – ევროპასა თუ აფრიკაშ, გვალვების გამო, ცხვრის გამოკვებას ვეღარ ახერხებენ და მათ ძალიან იააფად იყიდიაან, თავიდან იშორებენ, რათა ხელში არ ჩააკვდეთ და არ იზარალონ. ქართველ მეცხვარეებსაც გადამხმარი საძოვრები და ანალოგიური პრობლემები ხვდებათ. ამიტომ, მათ ფასს უნდა დააკლონ და შეეცადონ, როგორმე არაბულ ბაზარზე გაიტანონ. არადა, არაბები არ მალავენ, რომ ისინი აფრიკიდან და რიგი ევროპის ქვეყნებიდან, ერთ კილო ცხვრის ხორცს 3 დოლარად ყიდულობენ და ეს მაშინ, როცა საქართველოში ცხვრის ხორცი 20 ლარი ღირს. ქართული ბაზარი მზად არ არის, ნამატი ცხვრის ხორცის ოდენობა სრულად აითვისოს, არ არის აწყობილი სამაცივრო მეურნეობა ისე, რომ ცხვარი დაიკლას და ტონობით გაიყინოს. გვალვის გამო, ცოტაა თივის მარაგიც და თივა უკვე ღირს 15 ლარი ერთი ტუკი და ზამთარში ფასი გაორმაგდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved