• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკეთესი იქნებოდა, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედროდნენ ერთმანეთს – კაია კალასი

ალია ავტორი - ალია
12:05 10-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,002

ევროკავშირში მიიჩვენევენ, რომ უკეთესი იქნებოდა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედროდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკი-პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან შეთანხმება სწორედ მათ შორის უნდა შედგეს.

„ვისურვებდი, ზელენსკი შეხვედროდა პუტინს, რადგან სწორედ ისინი უნდა შეთანხმდნენ. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან, ვნახოთ, რა გამოვა ამ შეხვედრიდან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ზელენსკიც შეხვდეს პუტინს. მათ შეუძლიათ, რეალურად განიხილონ, რა გააკეთონ. ამერიკას თუ საკმარისი ძალა აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს და ამ ძალას თუ გამოიყენებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ რუსეთი ამ ომს შეაჩერებს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უპასუხა „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიასთან დაკავშირებულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს.

კაია კალასის განცხადებით, უკრაინელები ძალიან გამძლეები არიან.

„ისინი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ ასე უბრალოდ დანებება არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო წესრიგისთვისაა. ნეგატიურია, რომ აგრესორი იღებს იმას, რაც სურს, რადგან ეს არის გზავნილი ყველა აგრესორისთვის მსოფლიოში, რომ მათ უბრალოდ შეუძლიათ, წავიდნენ და აიღონ ის, რაც სურთ“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ სტატიაში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს. გამოცემა ასევე იუწყებოდა, რომ ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში პუტინი უკრაინას „განადგურებით“ დაემუქრა. გამოცემის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები, მოითხოვა, რომ ზელენსკის მთელი დონბასის რეგიონი პუტინისთვის ჩაებარებინა და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ერთი დღით ადრე სატელეფონო საუბრისას წამოჭრილი საკითხები. დონალდ ტრამპი „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მან ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი რუსეთს გადასცეს, უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამის ნაცვლად, ომი უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდეს და დონბასი უნდა „გაიყოს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved