• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკეთესი “გრეჩიხა” – “ამ პოზიციით მას შუაში უბრალოდ არავინ მიუშვებს” – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
23:55 12-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,539

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, გიორგი თარგამაძე, გიორგი გახარიაზე და ნიკა მელიაზე საუბრისას, ამბობს:

რაც შეეხება ნიკა მელიას, ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან მისი რესურსი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს, ან თუნდაც ბოლოდროინდელი არეულობის გამო გაურკვევლობაში მყოფ სააკაშვილის ტრადიციულ მხარდამჭერებს თავი”უკეთეს ნაცმოძრაობად” წარუდგინოს, ბევრად შეზღუდულია. უკეთესი ნაცმოძრაობის შექმნის მცდელობა უკვე იყო 2016 წელს. როგორ დასრულდა ეს პროექტი  ცალკე საკითხია, თუმცა, იმ შემადგენლობას რომელიც მაშინ პარტიას გამოეყო და ევროპული საქართველო დააარსა: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია თუ სხვები, ნამდვილად შეეძლოთ ეთქვათ: ჩვენ ვართ უკეთესი და უფრო კვალიფიციური ნამცოძრაობაო. რისი თქმაც და ნათქვამისთვის დამაჯერებლობის მინიჭება, ნამდვილად გაუჭირდება მელიას, იმ ინტელექტუალური და საერთო ეროვნული ცნობადობის ფიგურების დეფიციტის გათვალისწინებით, რომლებიც დღეს მის გარშემოა. ამდენად ეს მცდელობა, დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი უბრალოდ არადამაჯერებელი და არაეფექტური იქნება.

ბევრად ლოგიკურია თუკი მელია პოლიტიკაში საკუთარი ნიშის მოსანიშნად განსხვავებულ სტრატეგიას აირჩევს, რომელსაც პირობითად ასე დავასათაურებდი: “მე უკეთესი “გრეჩიხა” ვიქნები!” ანუ მე შემიძლია უკეთ და მეტი ვიბრძოლო ქუჩაში, უკან არ დავიხიო, რადიკალური ნაბიჯები გადავდგა და სხვებთან შედარებით ბევრად უკომპრომისო ვიყო რეჟიმთან დაპირისპირებაში. ამ თვალსაზრისით მელიას პოლიტიკურ ბიოგრაფიაში აქვს როგორც პლუსები, ისე მინუსებიც. მას მართლაც ჰქონდა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციის არაერთი მცდელობა იმ ტალღაზე, როდესაც მოსახლეობის უკმაყოფილების ხარისხი დღევანდელთან შედარებით გაცილებით მაღალი, ან უფრო მკვეთრად გამოხატული იყო, იქნებოდა ეს გავრილოვის ღამე, სამაჯურის გადაგდება, თუ სააკაშვილის დაპატიმრების შემდგომი საპროტესტო აქციები. თუმცა, მისი არცერთი ასეთი მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა. მეტიც, შედეგის მიუღწევლობა, არაეფექტურობა, კრიტიკული სიტუაციისა და ისტორიული მომენტუმის ვერ შეგრძნება, თუ ხელიდან გაშვება, იყო და დღემდე რჩება მის მიმართ ერთ-ერთ მთავარ და საკმაოდ დასაბუთებულ პრეტენზიად. შედეგი ვერ დადგა მაშინ, როდესაც ის იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი. შესაბამისი სტატუსით და მასობრივი სახალხო მხარდაჭერით და რა დამაჯერებელი წინაპირობა შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ შედეგი იქნება დღეს, როდესაც ის გაცილებით სუსტი პოზიციებიდან იწყებს პოლიტიკურ სტარტაპს.

მელია ყოველთვის ნაცმოძრაობის ტრადიციულ მხარდამჭერებს მიღმა ეძებდა გაფართოების შესაძლებლობებს და სხვა მოთამაშეებთან კონსტრუქციული ურთიერთობის გამოცდილება გააჩნია. ამის მაგალითად ადგილობრივი არჩევნების წინ, ნაცმოძრაობის ლიდერობით შექმნილი ოპოზიციური კოალიცია გამოდგება. დღეს მას აქვს შანსი პოლიტიკურ მოედანზე “შუის შეკრების” შედარებით მასშტაბურ პოლიტიკურ პროცესში საკუთარი როლი და ადგილი იპოვოს. თუმცა ამისთვის ის მკვეთრად უნდა გაემიჯნოს არა მხოლოდ ნაცმოძრაობის დღევანდელ ხელმძღვანელობას, არამედ ნაცმოძრაობას მთლიანობაში, ნაცმოძრაობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, მიშას მიმართ პიეტეტის შენარჩუნება და ამავე დროს პოლიტიკური სპექტრის შუაში ადგილის დაკავება, ერთად, უბრალოდ ვერ მოხდება. ამ პოზიციით მას შუაში უბრალოდ არავინ მიუშვებს, რადგან მიშასთან ირიბი ასოცირებაც კი ამ გაერთიანებას მიმზიდველობას და ფუნქციას დაუკარგავს. ხოლო თუ ის სააკაშვილს, ვიმეორებ მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას, როგორც წარსულს ხაზს გადაუსვამს, წინააღმდეგობაში მოვა მისივე პარტიული წარმონაქმნის შინაარსთან. აქ მისი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მელია პარტიის შენებას სუფთა ფურცლიდან და თავისუფალი პოლიტიკური მოთამაშეებისგან კი არ იწყებს, არამედ ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციების ცალკეული რგოლებისგან და ინდივიდებისგან, რომლებიც ნაცმოძრაობის დღევანდელი თავმჯდომარის წინააღმდეგ პროტესტის მიუხედავად, აბსოლუტურ ლოიალობას ინარჩუნებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. აი ამის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა კი უკიდურესად დამაზიანებელი იქნება, რადგან ადგილებზე კარგად იციან, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერის საფუძველს, მაგალითად ზუგდიდში, უპირველეს ყოვლისა სააკაშვილი წარმოადგენს და არა მათი პირადი პოლიტიკური წონა ქართულ პოლიტიკაში.

ორივე პოლიტიკური მოთამაშის სწორი პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხებაში და ძნელია მათ წარმატება არ უსურვო. თუმცა, ეს რეალობაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე ვერ მოხდება. რეალობა კი ისაა, რომ სწორი ნაბიჯების შემთხვევაში გახარიას პოლიტიკური ნიშა ნაცმოძრაობის მოძულე და ოცნებით გულაცრუებულ ამომრჩეველში გაცილებით ადვილად მოსაპოვებელია, ვიდრე ქართული პოლიტიკის შუა ფლანგზე ნიკა მელიას პერსპექტივა და მომავალი. დედა პარტიებიდან განდგომილების სტრატეგიაში, გახარიას როგორც ნაცმოძრაობისგან ისე ოცნებისგან სრული დისტანცირება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ისევე როგორც შუა შესაკრებ ოპოზიციურ ნიშაში ადგილის დასაკავებლად მელიას ნაცმოძრაობისგან გამიჯვნაა აუცილებელი და პრინციპში შემდგარი ფაქტი, თუმცა სრულიად არასაკმარისი თუ ის სააკაშვილისგან ბოლომდე და მკაფიოდ არ დისტანცირდა.

 

“უკეთესი ოცნება” – რაში არ უნდა გაეჯიბროს გახარია ივანიშვილს და ღარიბაშვილს? – გიორგი თარგამაძე

თეგები: გიორგი თარგამაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved