ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი ბერიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ – ზურგს უკან, დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა…
ჰოდა, თუ არ გინდათ აქ მოხვედრა – დარჩით სახლში!…
P.S. იმედია, არ ჩამქოლავთ და არ გამატარებთ კრიტიკის ცეცხლში… თითქმის 3 თვეა ინფექციურ საავადმყოფოში 20 საათს მაინც ვატარებ(ფაქტიურად მეორე სახლია). ვიცი რა მდგომარეობაში არიან პაციენტები. როგორი რთულია ამ ვირუსის დამარცხება… როცა ვუახლოვდებით პიკს უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და დავრჩეთ სახლში.”

კომენტარები