• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უიარაღო, ჯარის გარეშე ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, შეუძლებელია… ჩვენ რეგიონში ჯარის არ ყოლა, სრული კატასტროფაა“ – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
19:45 03-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,337

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“  დამფუძნებელი,   ზვიად ტომარაძე.

– თქვენ ინიციატივით გამოხვედით, რომ  სახალხო შეკრება გაიმართოს.  შეიქმნას  საზოგადოებრივი მოძრაობა. რა არის თქვენი მიზანი და რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს და პიროვნებებს მოიაზრებთ ამ  სახალხო შეკრებისთვის?

–  დღეს სამწუხაროდ, ხელისუფლებას კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავს, გარდა ამისა, მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაც ვერ ხერხდება, სახალხო შეკრების მიზანი სწორედ ამ ორივე პრობლემის გამოსწორება უნდა იყოს. შეკრების უპირველესი მიზანი კი საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების გზით რეფერენდუმის უფლების დაბრუნება უნდა იყოს. ასევე ხალხი უნდა ირჩევდეს სახალხო დაცველს და პრეზიდენტს, ხოლო პარლამენტარების რიცხვი უნდა შემცირდეს 150-დან 100-მდე. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადებული მაქვს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია მოვითხოვოთ ტარიფის დაწევა ბუნებრივ აირზე და დენზე, ლარის დოლართან დღევანდელი კურსი გვაძლევს ამის საშუალებას. და სხვა ნებისმიერი პრობლემატურ საკითხებსა თუ მიმდინარე მოვლენებზეც ხალხმა დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხმა უნდა დავიბრუნოთ ანგარიშგასაწევი ხმის უფლება. სახალხო შეკრებაში არანაირ პოლიტიკურ ჯგუფებს არ მოვიაზრებ. აქ ის ხალხი იქნება, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახალხო აქციებში, რომელიც იმართებოდა კოვიდ–ტერორის წინააღმდეგ. ასევე, მასში მონაწილეობის სრული უფლება აქვთ, რიონის ხეობის მცველებს, ისიც სახალხო მოძრაობა იყო. აქ მოიაზრება ძირითადად ის ხალხი, რომელთაც ამ 30 წლის მანძილზე  არ აქვთ მიღებული მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ნგრევა–გაჩანაგებაში, არიან თავისუფლები პარტიული ზეგავლენისგან და არ მიეკუთვნებიან მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკურ სუბიექტებს ან პარტიებს. პიროვნებებსაც ამ პრინციპით შევარჩევთ, სუფთა წარსულის პატრიოტ ადამიანებს. კონსულტაციები უკვე დაწყებული გვაქვს და აღდგომის შემდეგ შევიკრიბებით. დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ.

– გულწრფელად გეტყვით, აქამდე საკმაოდ  ბევრი გიბრძოლიათ, როგორც საზოგადოების აქტიურ წარმომადგენელს, საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს და ხელისუფლებებს თვალში არასდროს არ მოსდიოდით. თუმცა, ერთი კომპრომატი ვერ დაგიდეს. სახალხო კრება და  საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, მისი ერთ–ერთი ლიდერობა, უკვე პოლიტიკური განაცხადია, უკვე პოლიტიკაში მოსვლას ნიშავს. ოპონენტებს როგორ უსწორდება ჩვენი ხელისუფლება, მოგეხსენებათ. მზად ხართ გაუძლოთ ამისთვის?

– ჩემი 12-წლიანი საზოგადოებრივი საქმიანობა იყო ბრძოლა და დაპირისპირება ჩინოვნიკებთან, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორთან, პოლიტიკოსებთან, პანდემიის დროს დავუპირისპირდი ჯანდაცვის მთელ სისტემას და არა მარტო ჯანდაცვის სისტემას, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში მოქმედ ბოროტების მანქანას. მთავარი ის არის, ვინ იდგება ჩვენს გვერდით და არა ის, თუ ვინ იქნება ჩვენ წინააღმდეგ. რაც ჩამოვთვალეთ, გარკვეული დოზით, არც არაფერი დამკლებია ამ ბრძოლაში, ხელის შეშლები, რა თქმა იქნება, იმიტომ რომ ეს შეკრება ხალხის გარდა არავის ინტერესში არ შედის, მაგრამ თუ სწორად ვიმოქმედებთ, შედეგებსაც დავდებთ.

– სახალხო კრების დროს, იქ მყოფი ორგანიზაციების, პერსონების  დამოკიდებულება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, გათვალისწინებული არ იქნება? ვიღაცას რუსეთი უნდა, ვიღაცას ევროპა.

– რა თქმა უნდა, გვინდა არ გვინდა, ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით. ეს სახალხო შეკრება იმ ხალხის ინტერესებში არ შედის, ვინც დაპატრონებულია ქვეყანაში პოლიტიკურ ასპარეზს. პირდაპირი დარტყმის ობიექტები ვხდებით. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო შეკრების მიზანი ძირითადად საშინაო პრობლემატური საკითხების მოგვარებაა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები დაიწყებენ ჩვენთვის იარლიყების მოწებებას. შესაბამისად, აუცილებელად მოგვიწევს საგარეო კურსთან დაკავშირებით  პოზიციის დაფიქსირება. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ ეს გაერთიანება არ იქნება პრორუსული. აქ ორი ძირითადი ვარიანტია.1. ნეიტრალიტეტი და 2. თუ ეს უტოპიაა, მაშინ დასავლური კურსის დეკლარირების შემთხვევაში, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი იდენტობა ამ ულტრალიბელალური და გენდერული იდეოლოგიისგან. ამის ფაქტები მრავლად არსებობს. შევძელით, რომ კონსტიტუციაში ჩავაწერინეთ ქორწინების დეფინიცია,  შევაჩერეთ უცხოლებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწების გაყიდვა, გავამკაცრეთ უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება და სხვა.

–  ნებისმიერი ქვეყნის ნეიტრალიტეტის დაცვა ძალიან რთული საკითხია, უამრავ სხვა და სხვა სახის პრობლემას უკავშირდება. ჩვენს პირობებში კი, რა გითხრათ, მე შეუძლებელი მგონია რეალური ნეიტრალიტეტი. აქვე იმასაც ვიტყვი, რუსეთ–უკრაინის ომის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმაც კი უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატო–ში შედიან. შვეიცარიაც კი ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავს – სლოვაკეთს, პოლონეთს და რუმინეთს სიმბოლურ ფასად მიჰყიდა საბრძოლო შეიარაღება და ეს ქვეყნები მერე ამ იარაღს აჩუქებენ უკრაინას. რეალურად კი, შვეიცარია ჩუქნის. შვეიცარია ფულით ეხმარება  უკრაინას და ეს არ არის მარტო ჰუმანიტარული დახმარება, იმ ფულის ნაწილს  უკრაინა ომს ახმარს. ამას მთელი მსოფლიო ხედავს. იმასაც შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე მოლდოვამაც უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ეს ყველაფერი ხდება რუსული საფრთხეების გამო. ამ პირობებში, წარმოუდგენელად მიმჩნია საქართველოს  ნეიტრალიტეტის დაცვა.

– გიდასტურებთ, რომ ამჟამინდელი მგომარეობის გათვალისწინებით ხელისუფლებისთვის ნეიტრალიტეტის დაცვა უტოპია, გარდა ამისა, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი საგარეო კურსი. თუმცა, ჩვენ ხომ არც ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ და არც პოლიტიკურ პარტიაზე, არამედ სახალხო შეკრებაზე, რომელიც ძირითადად აქცენტირებული იქნება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. სახელმწიფო დონეზე კი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ნეიტრალიტეტს აცხადებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარანტიები გაქვს ორივე აქტორისგან –დასავლეთისგანაც და რუსეთისგანაც. დარწმუნებული ვარ, ამის გარანტიას დღეს ვერავინ მოგცემს. ნეიტრალიტეტის დროს აუცილებელია, ქვეყანა ეკონომიკურად  იყოს წელში გამართული, საათივით გქონდეს აწყობილი გქონდეს და ასევე ისეთივე მობილური და ეფექტური თავდაცვის სისტემა უნდა გვქონდეს, როგორიც შვეიცარიას და ისრაელს აქვთ. ასეთ შემთხვევაში, ნეიტრალიტეტი უფრო რეალურია.

– ნეიტრალიტეტის დროს გარანტორი ქვეყნების მოძებნაც ძალიან საეჭვო და სათუო საქმეა. ბუდაპეშტის მემორანდუმს გაგახსენებთ, რომლის დაფუძველზეც უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და გარანტორებად დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და რუსეთი დაუდგნენ. უკრაინამ ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ მთელი ბირთვული არსენალი დათმო, რომლის რაოდენობითაც მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო ამერიკისა და რუსეთის შემდეგ. უკრაინას გარანტორი ქვეყანა, რუსეთი დაესხა თავს და რა დღეშია ზესახელმწიფოს პოტენციალის მქონე ქვეყანა, ვხედავთ. თუმცა, არსებობს უიარაღო ნეიტრალიტეტიც, რომელიც კოსტა–რიკამ და ისლანდიამ გამოაცხადეს და არც ერთს ჯარი არ ჰყავს.

– უკრაინის ნეიტრალიტეტი დაირღვა, თავად გარანტორმა ქვეყანამ დაარღვია და დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინის მხრიდან ბირთვული არსენალის დათმობა შეცდომა იყო. უიარაღო, ჯარის გარეშე  ნეიტრალიტეტის გამოცხადება კი ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის შეუძლებელია. ჩვენი რეგიონში ჯარის არ ყოლა, სრული კატასტროფაა. ფეთქებსაშიშ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც, ფაქტიურად, სუსტი სახელმწიფო ვერ არსებობს. ისტორიულად ასეა. სწორედ ძლიერ სამხედრო ყაიდაზე მოწყობილი სახელმწიფოს წყალობით  და ღვთის მფარველობით მოვედით აქამდე. ჩვენს რეგიონში ჯარის გარეშე გაგვიჭირდება არსებობა. ჩვენმა ყველა მეზობელმა უნდა იცოდეს, თუ გაუჩნდება საქართველოზე თავდასხმის სურვილი, ეს მოუწევს ძალიან დიდი ზარლის ფასად. ასეთი ძლიერი არმია უნდა გვყავდეს. ჯარი გვჭირდება თავდაცვისთვის და არა თავდასხმისთვის.

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved