პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა, – ამის შესახებ ციხიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„დღეს დავურეკე და გიგი უგულავას გავეხუმრე. პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა. მაგრამ არის ერთი ადამიანი ვისი დაჭერაც გამიხარდა მეთქი.
მთელ ამ მონოლოგს რომ უსმენდა, სიჩუმე იყო მისი მხრიდან. მკითხა ვისი დაჭერა გაგიხარდაო. შენი დაჭერა გამიხარდა მეთქი, შენმა დაჭერამ საბოლოო ნიშანი მომცა, რომ ჩემი გათავისუფლება ახლოს იყო”, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
კომენტარები