• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უჩა აბაშიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, ის დუმილის უფლებას იყენებს

ალია ავტორი - ალია
16:47 05-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242

პროკურატურამ სამხედრო ბლოგერს, უჩა აბაშიძეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა წარუდგინა.

გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

ბრალის წარდგენის შემდეგ, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, კომენტარი გააკეთა უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს.

გიორგი მახარაძე ამბობს, რომ 157-ე პრიმა მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა), ადვოკატებმა, გამოძიების მოთხოვნით, გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ეს იქნება ბოლო კომუნიკაცია მედიასთან:

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე, საქმე არის სენსიტიური, მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, დაცვის სტრატეგიაც მოიცავს იმას, რომ მედიასთან კომუნიკაცია, ამ ეტაპზე, არ არგებს სისხლის სამართლის საქმეს და მის ინტერესებს.

აქედან გამომდინარე, ეს არის ბოლო კომენტარი, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით ვაკეთებ. საქმის მასალები გადმოცემულია, დაკავებიც ოქმიც და სხვა მასალებიც. უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენ დეტალებზე, რა არის საქმის მასალებში, ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მახარაძემ.

11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძესა (ის 9 მაისს დააკავეს) და მის ცოლს, მარიამ იაშვილს, რომელიც გამოძიებამ 11 მაისს დააკავა, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება.

გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა, „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved