• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უბნებთან შევამჩინეთ კოორდინატორები, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა – ODIHR

ალია ავტორი - ალია
17:47 11-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს ასაჯაროებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიენ სტირკი ამბობს, რომ მართალია, არჩევნებზე მოქალაქეთა ზოგადი თავისუფლება დაცული იყო, ხარვეზები არსებობდა.

როგორც სტირკი განმარტავს, ეს იყო შეზღუდული საარჩევნო-სადამკვირვებლო მისია, რის ფარგლებშიც, მისი წევრები საქართველოში თვეზე მეტხანს იმყოფებოდნენ. მისია ამბობს, რომ ისინი აკვირდებოდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, საკანონმდებლო ჩარჩოსა და კანდიდატთა რეგისტრაცაიას, ასევე, ზოგადად, არჩევნებისთვის მზადებას ქვეყანაში.

„ჩვენ ასევე სისტემური მონიტორინგი განვახორციელეთ და მონიტორინგს ვუწევდით 7 მთავარ მაუწყებელს – 5 კერძოსა და 2 საზოგადოებრივს. ჩვენ დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკური ასპექტები ეფექტიანად იყო მართული და ცესკომ გაითვალისწინა და დაიცვა სამართლებრივი ვადები, თუმცა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა იმ ღია, რეგულარულ სესიებზე, რომელსაც ცესკო ატარებდა.

ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველი პარტია დომინირებდა საარჩენო ადმინისტრაციაში და ამან უაყრყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების აღქმებზე არჩევნების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“, – ამბობს ჯილიენ სტირკი.

მისივე განმარტებით, სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა შეხვედრები პოლიტიკურ პარტირებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მასმედიასთან – „ბევრი ბრალდება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლა“.

„ჩვენ დავაკავირდით არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორების მსგავსად შევამჩინეთ ის, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა .

ასევე იყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მკვეთრი გამიჯვნა არ ხდებოდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. ნამდვილად დასანანია, რომ ეს ყველაფერი არსებობდა. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად დაცული იყო“, – აცხადებს ჯილიენ სტირკი დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება მედიას, OSCE/ODIHR ამბობს, რომ მონიტორინგმა გამოვალინა პლურალისტური მედიაგარემო, მაგრამ  „ასევე იყო პოლარიზებული მედია, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ან ბიზნესინტერესებს ემსახურებოდა“.

„ხუთივე კერძო მაუწყებელი პარტიული ნიშნით მიკერძოებული იყო. რაც შეეხება უკვე  არჩევნების კამპანიის გაუშქებას  – არ არსებობდა პოლიტიკის შესახებ დისკუსია და ანალიტიკური გაშუქება, რის გამოც ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ,“.

ჯილიენ სტირკის შეფასებით, საქართველოში არჩევნების თვალსაზრისით ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის, საკნონმდებლო ჩარჩოს, ინკლუზიური საკონსტულტაციო პროცესისა თუ სხვა კუთხით. თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია.

„ჩვენს შეხვედრებზე იმავე დაკავშირებულმა მხარეებმა წუხილი გამოხატეს საარჩევნო ადმინისტრაციის განხორციელებისა და აღსრულების თვალსაზრისით, ასევე ეს ეხებოდა საარჩევნო კამპანიასა და კამპანიის დაფინანსების თაობაზე…

ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი – ამ სფეროში ნამდვილად ბევრი სამუშაო განხორციელდა და გაუმჯობესება არის, თუმცა გასაკეთებელი მაინც ბევრი რჩება. როგორც ყოველთვის ODIHR მზად არის, მოთხოვნის საფუძველზე რომ დახმარება გაგიწიოთ“, – ამბობს სტირკი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved