გიორგი უბილავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის გდდ-ის ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის გარემოცვამ სცემა, “ფორმულასთან” სატელეფონო საუბარში, ცრუ ინფორმაციას უწოდებს:
“ვისპარინგე და მაგის გამო რაღაც სურათი დავდე. [თავს არავინ დამსხმია] სპარინგზე მომივიდა ეგ ყველაფერი. არავისთან არ მქონია დაპირისპირება არასოდეს, არც ქვეყანა დამიტოვებია. სპარინგის დროს სულ სისხლიანი ვარ ხოლმე, მაშინ ყოველდღე გადავიღებ [ფოტოს] და იყავით მასე”
თუმცა, ცემის ფაქტს ადასტურებს შსს და აცხადებს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს დიღომში, გუდვილთან, ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის ახლო გარემოცვის წევრს, გიორგი უბილავას, ხარებას გარემოცვის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულამ გაავრცელა. მოგვიანებით, გდდ-ს ყოფილმა უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ ტვ პირველს უთხრა:” ვინ არის ნაცემი? ნაცემი გინახია შენ საერთოდ? მე რაც ვნახე, მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა…ეგ სპეცრაზმელების გაკეთებული საქმე არ არის, სისხლი უსვია ადამიანს სახეზე…”
















კომენტარები