• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უბედური სიბერის პენსია” და ის, რაც ფულზე მეტი აქვთ პენსიონრებს – ირმა ზავრადაშვილის “რომანტიული” გამოსვლა პარლამენტში

ალია ავტორი - ალია
20:16 11-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,108

ოცნების წარმომადგენელმა ირმა ზავრადაშვილმა დღეს, 12 ნოემბერს, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, თქვა, რომ იცის, 20 ლარიანი მატება პენსიის არაა ბედნიერი სიბერის წინაპირობა.

“რაც შეეხება 20 ლარის მომატებას პენსიაზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პენსიის ეს რაოდენობა ბედნიერი სიბერის წინაპირობაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასე ცალმხრივად და კონტექსტიდან ამოვარდნილად ნუ სვამთ კითხვას. პენსიონერს გარდა იმისა, რომ პენსია ფულადი სახით ემატება, მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე ძალიან ბევრი დივიდენდებია, იგივე ჯანდაცვის მიმართულებით სოციალური ჯგუფების ნაწილში და იგივე ტრანსპორტის. ძალიან ბევრი დივიდენდები, რომელიც ერთად ფულში რომ გადაიყვანო, ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი, ამ წუთას განსაზღვრული ფულადი რაოდენობა”

ცნობისთვის, ირმა ზავრადაშვილი ქონებას დეკლარაციებში სრულად არ ასახავდა ხოლმე, მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 წელს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” (*TI) მიხედვით, მას იმხელა ფასის ქონება ქონდა დამალული დეკლარაციაში, რამდენი 20 ლარიანის დათვლასაც რამდენიმე დღე დასჭირდებოდა მინიმუმ.

ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა

  • მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ);
  • ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ;
  • მიწის ნაკვეთი მცხეთაში, 135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით;
  • და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე — 123.20 კვ.მ. ფართის ბინა.

ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება, ხელფასი.

ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

  • კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს მშენებელი-96.
  • საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებული იყო ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად.
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა (წილის მართვა).
  • კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-წილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved