ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 52 წლის დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობა უბედურ შემთხვევად გამოაცხადა. მისი თქმით, მომხდარს სოციალურ პროტესტთან და დევნილთა მოთხოვნებთან კავშირი არ აქვს.
გარდაცვალებასთან დაკავშრებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან 52 წლის დევნილი მამაკაცი ზურაბ ჭიჭოშვილი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.














კომენტარები