• რეკლამა
  • კონტაქტი
16:20, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“ – დევი ტაბიძე

ალია ავტორი - ალია
15:26 08-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ასეთი ციფრები წარმოუდგენელია, წინა წელსაც კი არ გვქონია ასეთი მაღალი რიცხვები, – ამის შესახებ პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ განაცხადა.

„მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ მოსახლეობამ მოადუნა ყურადღება. ამას ხელი შეუწყო შეღავათების ადრეულმა მოხსნამ, როგორიც იყო ნიღბის მოხსნა. ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეს დაავადება გაქრა და ვხედავთ, როგორ სწრაფად ვრცელდება დელტა შტამი. მაღალ ციფრებს მაღალი გარდაცვალების ციფრები მოსდევს და მძიმედ მიმდინარეობს.

დღეს უკვე მოცემულობაა, რომ ყოველდღიური რიცხვი არის 5 000 და ზევით. ეს სრული კატასტროფაა. 50 ადამიანის ყოველდღიური გარდაცვალება საქართველოში – მთლად უბედურ დღეში ვართ“,- განაცხადა ტაბიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი თუ არ შემცირდება, არ არის გამორიცხული, საველე ჰოსპიტალები შეიქმნას.

„ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას გაუძლებს, რადგან ჩართული არის ყველა კლინიკა, რომელმაც კოვიდგანყოფილებებიც კი შექმნა. 8 000-მდეა საწოლი, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ ეს რაოდენობა გაგრძელდება, ეს 8 000 საწოლი არ გვეყოფა და დადგება საკითხი, რომ საველე ჰოსპიტალები შეიქმნას. საველე ჰოსპიტალებს აქვთ კიდე ცალკე დატვირთვა. ის არის ცალკე სამყარო მედიცინაში, არის სამხედრო დანიშნულების და სულ სხვა წესი აქვს. სპეციალიზებული სამხედრო ექიმები უნდა მონაწილეობდნენ ამაში და არა მაგალითად, როგორც დღეს. თერაპევტები რომ მკურნალობენ ინფექციურ პათოლოგიას. ეს ძალიან ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარეა. მესმის, რომ დავარქვით საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს არ არის ომი, ეს არის ჩვეულებრივი პანდემია, რომელსაც ებრძვის მსოფლიო“,- განაცხადა დევი ტაბიძემ.

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„თუ ნიღბის ტარება ავა 80-90%-ზე, ერთი თვის შემდეგ გამოჩნდება ამის შედეგი, რეალურად, მოხდა თუ არა შემთხვევათა შემცირება. როგორც კი ვნახავთ, რომ რაოდენობა შემცირდება, უნდა მივმართოთ იმას, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ნიღბის ტარება. ნიღბის ტარება შეიძლება ერთი და ორი წელიც არ მოვხსნათ. ვაქცინაცია გვიშველის, გადაგვარჩენს, ვაქცინირებული არ დაიღუპება და ა.შ. რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს 600-კაციან ქორწილებს რომ იხდიან, იქიდან გამოსული 50 კაცი კლინიკაში მოხვდა. რაღაცა ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს. კარგია, რომ ჯარიმებია და მაქსიმალური დამსჯელობითი სანქციებია“,- განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved