• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უამინდობა გრძელდება – 8-10 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
18:11 09-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით  წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს სეტყვა. ხოლო 10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

რაც შეეხება ქალაქებს, თბილისში 8 -9 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში 8-9 სექტემბერს, 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს დღისით გამოდარებით. 9-10 სექტემბერს ზღვაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ძლიერი ქარი და შტორმი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ქუთაისში, ზუგდიდში, მარტვილში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერესა და ხულოში 10 სექტემბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს – მესტიასა და ბახმაროში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +14, + 16 გრადუსი.

ქალაქებში – რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში 8-9 სექტემბერს  დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში 8-9 სექტემბერს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ, შესაძლებელია სეტყვა. 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთსა და ფასანაურში 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონს – ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15 გრადუსი იქნება.

ასევე, 10 სექტემბერს ღამისა და დილის საათებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved