გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები