გაგრძელდება მზიანი დეკემბერი საქართველოში.
უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ რეგიონებში, მათ შორის სანაპიროზე, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მართალია ახალ წელს თოვლი უხდება, მაგრამ რას ვიზამთ – წინასაახალწლოდ მზის სხივები სითბოსა და სიმშვიდეს გვჩუქნის, დეკემბერი ნათელი ფერებით გვამზადებს ახალი წლისთვის. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი- კობა ფარტენაძე














კომენტარები