• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უახლესი ინფორმაცია პატარა ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ალია ავტორი - ალია
12:27 01-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

2 წლის ანიტა ფაცაციას მდგომარების შესახებ ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი ჯგუფში „ატინასთვის“ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ბავშვის მდგომარეობა უცვლელია და მკურნალობა მაქსიმალურად მიმართულია ინფექციის დასაძლევად. 

„ანიტას მდგომარეობა უცვლელია. მკურნალობა მაქსიმალურად მიმართულია ინფექციის დასაძლევად.

როგორც უკვე გითხარით, ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, ისიც, რომ არ აღინიშნება მდგომარეობის უკუსვლა – კარგი ამბავია.

ძალიან ბევრმა მოგვწერეთ კითხვით სანდოა თუ არა ინდოელი ექიმების მკურნალობის მეთოდი.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ანიტა, რისთვისაც მათი ძალიან მადლიერები ვართ, ხოლო ექიმი ბალაკრიშნანი კი ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა კარდიოქირურგია მსოფლიოში.

გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ანიტას მკურნალ ექიმთან დავით ბერიშვილთან, რომელიც საქართველოს საუკეთესო ბავშვთა კარდიოქირურგია, ანიტასავადმყოფობის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩართულია და ყველა სახის დახმარებას გვიწევს დისტანციურად. მისი შეფასებით ანიტას მკურნალობა ამ ეტაპზე სრულიად სწორად მიმდინარეობს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ დავით ბერიშვილმა თბილისში ანიტას გასინჯვისთანავე, გარდა დიაგნოზისა, ყველა სწორი მიმართულება მოგვცა, სწორედ მან ახსენა პირველმა ინდოეთში გამგზავრება და დღემდე, ყველა სასარგებლო რჩევას ამ ადამიანისგან და მისი ბავშვთა კარდიოქირურგების არაჩვეულებრივი გუნდისგან ვიღებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ქართველები ძალიან ძლიერი და კარგი ერი ვართ!

ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – წერს მარიკა ხუციშვილი. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

რისკების მიუხედავად, 2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში მშვიდობით ჩაფრინდა და მკურნალობას ინდოეთის კლინიკაში განაგრძობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved