• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტვ პირველი” სადამდე დაეცით…”, “ბაია, თქვენ ხართ მატყუარა” – ნოდარ მელაძე და ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
15:43 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ერთმანეთს “ტვ პირველზე გასული სიუჟეტის გამო დაუპირისპირდნენ.

სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, ბაია პატარაია, წერდა:

“პედოფილიის საქმეებს (მოგებულსაც და გაყინულსაც) მაქსიმალურად კონფიდენციალურად ვინახავთ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. წესიერი მედია სასამართლოებში არ უნდა რეკავდეს ბავშვზე დეტალების დასაცინცლად. და სასამართლოსაც უნდა ეყოს გონი, რა გაამჟღავნოს და რა არა. ჯერჯერობით არ ჰყოფნით. მოუხმეთ გონს!

პედოფილიის საქმეზე სასამართლომ იმდენი ინფორმაცია გასცა, რომ ტელევიზიები მიუვარდნენ შინ ბავშვს და ოჯახს. ეგ სიუჟეტები რომ გაუშვათ, ყველას სასამართლოში გიჩივლებთ და სასამართლოსაც მოეკითხება, რაც გააკეთა იმისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური • State Inspector’s Service ვთაფავ აქვე. ზუსტად არ ვიცი ვინ, თვითონ თქვეს TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი იყოო, ნერვიულობდნენ, და შეიძლება აერიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გამოაჩენთ საერთოდ, სახლს, ან მშობელს, ან დაასახელებთ ბათუმის იქეთ უფრო დაზუსტებულ ლოკაციას, აუცილებლად გიჩივლებთ! გნიშნავთ ყველას, ვინც შესაძლოა იქ ყოფილიყავით მთავარი არხი • Mtavari ArkhiFormula • ფორმულააჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელიRustavi 2 • რუსთავი 2 – საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი და ვიწყებთ ჩამორეკვებს პროდიუსერებთან. ნუ გადაგვაფსიხებთ მთელ ბავშვთა უფლებადამცველებს.”

ბაია პატარაია, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ:

“TV Pirveli • ტელეკომპანია პირველიმა მთელ სამეზობლოს გააგებინა, რომ ბავშვი გარყვნილი ქმედების მსხვერპლი იყო, ბავშვი გახადა იდენტიფიცირებადი. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი პოსტები ვწერე და ჩვენმა პიარმა მათ პროდიუსერებს ურეკა, მაინც გაუშვეს ეთერში. საღოლ! სადამდე დაეცით, რომ ბავშვის ცხოვრების დანგრევას არ ერიდებით თქვენი ნაგავი სიუჟეტისთვის. გრცხვენოდეთ!

ამას ასე არ დავტოვებთ, აუცილებლად გიჩივლებთ ბავშვის უფლებების დარღვევისათვის და ზედ მოგაყოლებთ იმ სასამართლოს, ვისგანაც გაიგეთ დეტალები საქმეზე.”

ნოდარ მელაძე:

“ბაია თქვენ ხართ მატყუარა!!! Baia Pataraia

თქვენს პოსტში არის ბრალდებები რაც არის ტყუული და ემსახურება ჩვენს დისკრედიტაციას, ვითხოვ მტკიცებულებას!თქვენი თავდასხმა ახლა ხდება პირადი წყენის გამო, რადგან ერთ ერთ ქეისზე როდესაც თქვენ გიჩიოდნენ პოლიციაში, გაბრაზდით რატომ გაშუქდა ეს თემა ჩვენს ეთერში, დამატებით დეტალებს აღარ დავწერ. ახლა ველი თქვენს სარჩელს, ვიდრე არ წარმოადგენთ მტკიცებულებებს თქვენ იქნებით მატყუარა!

ბაია წარმოადგინეთ მტკიცებულება, რომ ჩვენ გავაგებინეთ მეზობლებს!!! წარმოადგინეთ მტკიცებულება, რომელ საათზე შემოვიდა თქვენი ორგანიზაციიდან შეტყობინება რედაქციაში.ვითხოვთ ფოტოასლს ან შესაბამის ვიდეო აუდიო მტკიცებულებას! თქვენ წერთ ტყუილს!”

ბაია პატარაია:

“მალე გიხილავ თვითმარეგულირებლიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული ყველგან და იმეორე იქაც.”

ნოდარ მელაძე:

“ალბათ გგონიათ რომ ისევ იმ კოლეგას ესაუბრებით, კაბინეტში რომ უყვიროდით და გადადგომას აიძულებდით. წარმოადგინეთ მტკიცებულება თქვენი პრ ზარის სახით!!!”

ბაია პატარაია:

მე საქმეებს არ ვაგებ, ნოდარ! იმიტომ რომ ტყუილად არსად ვჩივი.

რა გადადგომა? ვინ გადავაყენე? მეზობლებს პედოფილიის საქმეზე ჩემი გაფრთხილების გარეშეც არ უნდა უყვებოდეთ!!! დღეს რამდენი ვესაუბრეთ თქვენ ჟურნალისტებს და პროდიუსერებს ძალიან მარტივი სამტკიცებელია შემავალი და გამავალი ზარებით, სმს-ებით და ფბ სტატუსებით. მე ვიდექი მეზობლებში და მე ვეკითხებოდი პედოფილის ამბავი თუ იცოდნენ? რავი, ნახეთ საკუთარი სიუჟეტი თქო.”

“ალია” კი შეგახსენებთ სიუჟეტს, რომელზეც ნოდარ მელაძე წერს, “გაბრაზდით, რატომ გაშუქდა ეს თემა ჩვენს ეთერში” და ბაია პატარაიას კომენტარს ხსენებულ სიუჟეტზე.

მაგრად ტეხავს, ნოდარ მელაძე! – რა ვიდეოს აქვეყნებს ბაია პატარაია

თეგები: ბაია პატარაიანოდარ მელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved